



ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება. არც ერთი დაკავებული ბრალი არ აღიარებს.
ადვოკატების მტკიცებით, პროკურატურას მათი ბრალეულობის დამამტკიცებელი საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.
ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, აქედან ნაწილს, მათ შორის, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმდა - მას ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: მაია გრიგოლია