30 ივნისი 2026,   09:05
ვრცლად
"ალჯაზირა": რუსეთმა პოლონეთს "დრუჟბას" მილსადენის გავლით, ნავთობის მიწოდება შეუჩერა

რუსეთმა პოლონეთს "დრუჟბას" მილსადენის გავლით, ნავთობის მიწოდება შეუჩერა. ინფორმაციას "ალჯაზირა" პოლონურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, საწარმო ალტერნატიული წყაროების გამოყენებას აპირებს.

მისი თქმით, რუსეთიდან 10% იღებდნენ და აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის მომხმარებლებისთვის ბენზინისა და დიზელის მიწოდებაზე არ იმოქმედებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ოფიციალურმა მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატების პრეზიდენტი ვარშავასა და კიევში ვიზიტით იმყოფებოდა და ოფიციალურმა ვარშავამ უკრაინას პირველი ლეოპარდის ტანკები გადასცა.

დღის ამბები