თელავში, ლეგენდარული ფეხბურთელის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული სათადარიგო მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია, ტრიბუნების მოწყობა, ბუნებრივი მწვანე საფარის დაგება, გასახდელების მშენებლობა და მოედნის შემოღობვა.
პროექტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.