42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ბაკურიანში - საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. რამდენიმე საათში, სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება.
ისტორიაში პირველად, ქართული ზამთრის კურორტი პლანეტის საუკეთესო სპორტსმენებს უმასპინძლებს და გამარჯვებულებს შვიდ დისციპლინაში გამოავლენს. ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე, რამდენიმე საათი რჩება, ზუსტდება ბოლო დეტალები. ამ დროისთვის, თითქმის ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ დღევანდელმა ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიაროს. გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი