31 აგვისტო 2026,   19:30
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ. ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის 114-მა თანამშრომელმა სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარა.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ. ტრენინგები - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ჩატარდა.

დღის ამბები