04 ოქტომბერი 2026,   20:25
ვრცლად
ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს შედგება

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის არსებითი განხილვა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში შედგება. გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

დანაშაულზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი - 8 ბრალდებულიდან ხუთს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფსაც ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, იმედოვნებს, რომ მოწმეები სიმართლეს იტყვიან და გიორგი კუჭავა გამართლდება. 20 წლის მირიან კუკავა დაბადების დღის წვეულებაზე ზაფხულში მოკლეს.

დღის ამბები