უკრაინის მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ შობა ემოციური ვიდეომიმართვით მიულოცა და ერთმანეთის თანადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
" ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი და მას სჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს.
"სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შესაძლოა, ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შესაძლოა, ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩები შესაძლოა, არ იყოს ისეთი ნათელი და საშობაო ზარები არც ისე ხმამაღალი და შთამაგონებელი იყოს, საჰაერო განგაშის, - სროლებისა და აფეთქებების ხმების გამო. ბოროტებას არ აქვს იმაზე ძლიერი იარაღი, ვიდრე ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ჯავშანია. ბოროტება უტევს ამ ჯავშანს, როგორც ქვის კედელს. ეს არაერთხელ გვინახავს. ომის დასაწყისში გავუძელით. გადავიტანეთ თავდასხმები, მუქარები, ბირთვული შანტაჟი, ტერორი, სარაკეტო დარტყმები. მოდით, გავუძლოთ ამ ზამთარს, რადგან ვიცით რისთვის ვიბრძვით. დღეს და ყველა მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემინას თავზე, ვიღაც მას საკუთარი სახლის ნატყვიარიდან დაინახავს, მაგრამ ახსოვდეს ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომ დავუბრუნებთ თავისუფლებას," - განაცხადა ზელენსკიმ.