05 ოქტომბერი 2026,   11:11
ვრცლად
+15 გრადუსი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი 24-25 დეკემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

"24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება,"-აღნიშულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები