გლდანის რაიონის გამგეობამ ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა წარადგინა და ისაუბრა, როგორც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სხვადასხვა ტიპის კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, რომლებიც გამგეობამ მთელი წლის განმავლობაში დაგეგმა და ჩაატარა.