მწერალთა სახლში ლიტერატურულ კონკურს "მუზას" დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემია გადაეცათ ნოდარ მაჭარაშვილს, გიორგი სოსიაშვილს, ლელა ცუცქირიძეს.
კონკურსი, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და სექტემბერში გაიმართება. მისი მიზანი ქართული ლიტერატურის განვითარება და ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობაა.