10 ოქტომბერი 2026,   12:46
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ბრალს მათი ნაწილი არ აღიარებს. ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა სულ 62 პირი აიყვანეს, აქედან 46 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის 20, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სპეცოპერაცია თბილისის პარალელურად საქართველოს კიდევ 7 ქალაქში ჩატარდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, გიორგი მჭედლიძე ამბობს, რომ გასაღებასთან დაკავშირებით ყველაფერი არის აბსურდი.   

"არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, იმიტომ რომ გასაღებასთან დაკავშირებით ყველაფერი არის აბსურდი. რაც შეეხება საქმის მასალებს, როგორც ვიცი, გუშინ შევხვდი პირადად, ბრალდება საკმაოდ მძიმეა, თუმცა არანაირად არ ვაღიარებთ ბრალს," - აცხადებს ადვოკატი, გიორგი მჭედლიძე.

 

დღის ამბები