საფრანგეთის ქალაქ ლიონთან, ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილებს შორის 5 ბავშვია. 14 ადამიანი კი დაშავდა. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, ცეცხლი 8 სართულიან საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 170 მეხანძრე იყო მობილიზებული. ცეცხლის კერები ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.