"კარგი მმართველობის ფორუმი" - IDFI-მ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დისკუსიები იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა.
"ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მოწვეული გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ადგილობრივ მმართველობას ეხება, კარგი პრაქტიკა საერთაშორისო კონტექსტში, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითადი ასპექტები და ყველას ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ მმართველობას," - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.