კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. ორგანიზატორი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო იყო. რიგით მეხუთე ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა "საფერავის ფესტივალს", ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა- მონაწილეობდნენ მეცნიერები, ეკონომისტები და ღვინის პროფესიონალები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ქართული ღვინის შტატების ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალი , ექსპორტის გაზრდის სტრატეგია და სხვა საკითხები.ქალაქ სან-ფრანცისკოში კი "საფერავის ფესტივალი", საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა.