რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. მათ ზედაპირული დაზიანებები აქვთ მიღებული. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" საავადმყოფოს ექიმმა მიაწოდა.
4 საათზე მეტია ქარხნის ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. კომენტარი არც მათ და არც ქარხნის დირექტორს არ გაუკეთებია.