04 ოქტომბერი 2026,   16:52
ვრცლად
გვსურს, გავარკვიოთ, რა მოხდა ზუსტად და განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები - ჯო ბაიდენი პოლონეთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

პოლონეთის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებაზე მსოფლიო ლიდერები განცხადებებს აკეთებენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს გამოძიებას პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. 

"შევხვდი ნატოს და დიდი შვიდეულის ლიდერებს. მათ მივაწოდე ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან ჩემი საუბრის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარი დავუჭიროთ გამოძიებას პოლონეთის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქების თაობაზე. გვსურს, გავარკვიოთ, რა მოხდა ზუსტად და განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყო რუსული რაკეტები, თუმცა ეს სამომავლოდ გაირკვევა,"- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ აუცილებელია პოლონეთში აფეთქების ამბავი დეტალურად გამოიკვლიოს შესაბამისმა სამსახურებმა. 

"რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, მას ჩვენი ხალხის სახელით სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადე. საშინელ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ახლა საჭიროა სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს,"- აცხადებს შოლცი. 

დღის ამბები