ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია წუხელ ღამით სოფელ ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე ქალი ტ.ჩ. ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.
"კურიერს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.