საქართველოს 3 მოქალაქე უკვე მესამე დღეა ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი საოკუპაციო ხაზთან სოფელ მეჯვრისხევთან დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, გატაცების დროს იყო გასროლაც. დაკავებულებს ამ დრომდე ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ცხინვალში უკვე გაიმართა ე.წ. სასამართლო პროცესი. საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყებამ ფაქტის შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.