ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ინტერესი - როგორ ცდილობდა ზურაბიშვილის პროტეჟე ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ამის მიზეზად კი ეროვნულ ბანკში მანკიერი პროცესის ლუსტრაციის გამოვლენა დაასახელა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მთავარი აგენტია, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურს.
"ეს არის ის მთავარი აგენტი, რომელსაც სურს ქვეყნის დესტაბილიზაცია, რევოლუციის მოხდენა და გვახსოვს 4 ოქტომბერს როგორ იდგა ის პრეზიდენტის სასახლესთან, რომ მზად იყო შესულიყო ქვეყანა, შესულიყო პრეზიდენტის სასახლეში და მერე გამოეცხადებინათ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ეს არის ჩემი შეფასება სალომე ზურაბიშვილის მიმართ", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.