ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას - პარლამენტს არჩევანის გასაკეთებლად ერთი თვე რჩება. დეპუტატებმა დღეს ომბუდსმენობის კიდევ ერთ კანდიდატს უნდა მოუსმინონ.
ჯემალ ნათელაშვილი კანონმდებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობს და კითხვებს უპასუხებს. რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი – 90 ხმა სჭირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.