14 ივნისი 2026,   16:38
ვრცლად
დაკავებული 18 ნარკორეალიზატორი და ამოღებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკი - სად ჩატარდა სპეცოპერაციები და რა ჩანს ფარულ ჩანაწერებში 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 24 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. პოლიციამ დედაქალაქსა და რეგიონებში სპეცოპერაციები ჩაატარა. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის ორი, ქალია. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ჩანს როგორ ყიდიან სავარაუდოდ დაკავებულები ნარკოტიკულ ნივთიერებებს სხვადასხვა სქემით, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით. მასალებში ჩანს ე,წ საკონტროლო შესყიდვებიც.

შსს-ს წარმომადგენლები სპეცოპერაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი". ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 490 აბი "სუბუტექსი".

 

 

დღის ამბები