05 ოქტომბერი 2026,   10:46
ვრცლად
პროექტის "სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" მეორე ეტაპის პრეზენტაცია სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა

"სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის" მეორე ეტაპის პრეზენტაცია, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა. პროექტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოსთან ერთად, ჩართულია ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მუსლიმი თემის, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები.

ასევე, ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს რელიგიურმა ლიდერებმა, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა და საქართველოს მუსლიმთა შეიხმა. მეცადინეობები პირველი ნოემბრიდან თბილისში, ახალქალაქში, მარნეულში, გარდაბანსა და მუღანლოში ჩატარდება. პროექტის პირველი ეტაპი 2019 წელს დაიწყო.

დღის ამბები