05 ოქტომბერი 2026,   10:46
ვრცლად
მიშა ყაფლანიშვილი უკრაინიდან თბილისში ჩამოასვენეს

რამდენიმე საათის წინ უკრაინიდან თბილისში მიშა ყაფლანიშვილი ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა.

მიშა ყაფლანიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ. ისმოდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნიც.

მიშა ყაფლანიშვილს ლუჰანსკსში დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში ხვალ გაიმართება, დაკრძალვა შაბათს იქნება.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში მიმდიანარე ომს 22 ქართველი შეეწირა.

დღის ამბები