რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას - რამდენად რეალურია რუსეთის მუქარა უკრაინაში, ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მას გარანტია არ აქვს, რომ ეს ცრუ ოპერაციაა.
პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ბრალდებები განიხილეს, რომლის თანახმადაც, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს.
"ნატო-ს გენერალურ მდივანს ვესაუბრე, რათა განგვეხილა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი და დაგვეგმო რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებისთვის ემზადება," - წერს ბლინკენი "ტვიტერზე".