05 ოქტომბერი 2026,   12:26
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

დედაქალაქის მთავრობის სხდომის პარალელურად, საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან არის შეკრებილი და სხდომაზე დასწრებას ითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ მათ კონკრეტული კითხვები აქვთ დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და შესაბამისი პასუხების მოსმენა უნდათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრები სხდომაზე არ შეუშვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება ყველა დეპუტატს აქვს. 

"მთავრობის სხდომაზე სულ 12 საკითხია და პირველი მეორე საკითხი არის ფოლკლორული კონცერტის ორგანიზება და თემურ ყვითელაშვილის კონცერტის დაფინანსება. ხვდებით ხომ რა ხდება?! დაგვცინიან! 

ყველა დეპუტატს აქვს უფლება დაესწროს მთავრობის სხდომას, კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს. გრინსერვისს ათობით სამუშაო აქვს ჩატარებული გვაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ქალაქში მათ მიერ აშენებული რაღაცები,"- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძემ დღეს განმარტა, რომ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ განიხილებოდა.

თბილისის მერმა გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი, მალევე კი სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. 

დღის ამბები