რას ყვება კაცი, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. "ეკოსერვისის" თანამშრომელი კურიერის კითხვებს პასუხობს.
დევი მეზურნიშვილი, რომელიც ვაკის პარკში მებაღედ მუშაობს, იხსენებს, რომ ორი ბიჭი წყალში უფრო ახლო მანძილზე იყო და მათი ამოყვანა შედარებით მალე მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი გონზე იყო, თუმცა ფეხებს ვერ გრძნობდა. მეორე კი უგონო მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ დენმა მამაკაცსაც რამდენჯერმე დაარტყა, მან ბავშვების ამოყვანა მაინც შეძლო. დევი მეზურნიშვილმა გოგონაც გამოიყვანა, მაგრამ ის შოკურ მდგომარეობაში იყო.
"ვმუშაობდი, ზემოთ ვიყავი და გავიგე რომ შველას ითხოვდნენ, აქ უამრავი ხალხი იყო, ყვიროდნენ, ტიროდნენ, ბავშვები ვერ გამოდიანო და გამოვიქეცი ზემოდან. რომ მოვედი დავინახე რომ შიგ იყვნენ ჩაძირულები, ჩავედი, შევედი და გამოვიყვანე ჯერ ერთი, მერე მეორე, ხალხიც მეხმარებოდა აქ, პირველად დახმარებას უწევდნენ, უბრალოდ იმ მესამის გამოყვანა დაგვიანდა.
ვერავინ ბედავდა ჩასვლას იმიტომ, რომ დარღვევა რომ მოხდა ამ დენის მაგიტომ. მე თვითონ ძლივს გამოვედი, კინაღამ შიგ დავრჩი.
უსაფრთხოების საკითხი არ ვიცი, ეს არც მე მეხება და არც ვერკვევი ამაში. ჩემი მოვალეობა რაც იყო ის შევასრულე, რომ დახმარება გავუწიე ბავშვებს. სამწუხაროა რომ ვერ გადარჩა ერთ-ერთი," - ამბობს დევი მეზურნიშვილი.