პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის.
ირაკლი ზარქუას თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი აისახება სოციალური დახმარების მქონე ოჯახებზეც, ვინაიდან იზრდება მათი დახმარება.
"მეორე წელია საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ახლახან, მათ შორის მსოფლიო ბანკმა შეცვალა თავისი პროგნოზები მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში და 8,8% განსაზღვრა, როცა ამის ნახევარი გვქონდა სავარაუდო პროგნოზი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტარდებოდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. რაც შეეხება ამ შემოსავლებს, გაზრდილ ბიუჯეტს, ეს ბუნებრივია აისახა, მათ შორის სოციალური გაჭირვებულის ოჯახებში იმიტომ, რომ იზრდება მათი დახმარება ,18-წლამდე ბავშვებზე. ასევე არის დაფინანსება, თავდაცვის მიმართულებით შს მიმართულებით, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც არის, გამოწვევები არის მაღალი ინფლაცია,"-აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ხელისუფლებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მათ ოპონენტებს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ქვეყანაში არა ეკონომიკური ზრდა, არამედ მძიმე სოციალური ფონი აღინიშნება. მათივე თქმით, შემოსავლები არ იზრდება, პირიქით ხშირ შემთხვევაში იკლებს კიდეც.
ამასთან, დღეს პარლამენტში ლევან დავითაშვილს ელოდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. წლიური ანგარიშის წარმოადგენს შემდეგ, რეგლამენტი კითხვა-პასუხს ითვალისწინებს. ოპოზიციას ვიცე-პრემიერისგან არაერთი საკითხი აინტერესებს.