05 დეკემბერი 2022,   05:11
ვრცლად
ლევან დავითაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება 

ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მიდის.

წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, რეგლამენტი კითხვა-პასუხს ითვალისწინებს.

ოპოზიციას ვიცე-პრემიერისგან არაერთი საკითხი აინტერესებს, მათ შორის ის, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა, როგორც უმრავლესობა ამტკიცებს, ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. კითხვები, ასევე, შეეხება ნამახვან ჰესის ჩაშლილ პროექტსა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების შედეგებს.

დღის ამბები