06 დეკემბერი 2022,   07:45
ვრცლად
"ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია ნატოში განაცხადი შეიტანოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა" - იენს სტოლტენბერგი უკრაინის განაცხადზე ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია ნატოში განაცხადი შეიტანოს და გახდეს ალიანსის წევრი. ამის შესახებ განცხადება სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ნატოში უკრაინის განაცხადის კომენტირებისას გააკეთა. 

"ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია რომ ნატოში განაცხადი შეიტანოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს თავის საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი ორგანიზაციის ნაწილი უნდა რომ იყოს. რა თქმა უნდა, შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსესუსს უნდა მივაღწიოთ, ჩვენი ფოკუსი ახლა არის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე უკრაინის დაუყოვნებლივ დახმარებაზე, რუსეთის ომის შესაჩერებლად და ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ. 
დღის ამბები