უკრაინამ ამერიკული NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "სიბიესთან" ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენსა და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარების მიუხედავად, ამ სისტემების რაოდენობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქვეყანამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რუსული დაბომბვისგან დაიცვას.