უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმები ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული და ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიებს სხვა ქვეყნის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს.