04 ივლისი 2026,   18:11
ვრცლად
არეულობა რუსეთში - მოქალაქეები უკრაინის ომისთვის სამხედრო რეზერვისტების ნაწილობრივ მობილიზაციას ეწინააღმდეგებიან და ომის დასრულებას ითხოვენ

არეულობა რუსეთში - ქვეყანაში დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოქალაქეები უკრაინის ომისთვის სამხედრო რეზერვისტების ნაწილობრივ მობილიზაციას ეწინააღმდეგებიან და ომის დასრულებას ითხოვენ.

აქციები მიმდინარეობს დიდ ქალაქებში, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში. ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1 400-ს მიაღწია. დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში ხდება. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

"არაფრის მეშინია. ჩვენ გვეზიზღება არსებული რეჟიმი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ შეუძლიათ წაიღონ არის, ჩვენი შვილების სიცოცხლე. მე ჩემი შვილის სიცოცხლეს არ დავთმობ. ჩემი შვილი სულ რაღაც 18 წლის არის..."

"თავის დროზე უნდა შეგვშინებოდა, რადგან ყველაზე უარესი უკვე მოხდა," - ამბობენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები