03 ივლისი 2026,   15:19
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება - ელისაბედ მეორის ხსოვნისადმი პატივის მიგების მსურველებს, 8 კილომეტრიან რიგში საათობით უწევთ დგომა

დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება. მესამე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი უესტმინსტერის სასახლეში ტარდება. ელისაბედ მეორის ხსოვნისადმი პატივის მიგების მსურველებს 8 კილომეტრიან რიგში საათობით უწევთ დგომა.

განსაკუთრებული ხალხმრავლობის გამო მოსახლეობას მოუწოდებენ დროებით სასახლის ტერიტორიაზე მისვლისგან თავი შეიკავონ. ხალხმრავალ პანაშვიდს ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია - ადგილზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დედოფლის ცხედართან მიახლოება სცადა. ელისაბედ მეორეს ორშაბათს უინძორის სასახლეში გადაასვენებენ და მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიალს მაღალი რანგის 500-მდე პოლიტიკოსი დაესწრება.  

დღის ამბები