03 ივლისი 2026,   15:22
ვრცლად
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკივისა და ხერსონის ოლქიდან გადიან

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინის გენ-შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკივისა და ხერსონის ოლქიდან გადიან.

გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში. დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბვის დროს დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1. ოკუპანტებმა რაკეტებით იერიში მიიტანეს რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის ორი დასახლების მიმართულებითაც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

დღის ამბები