ვლადიმერ პუტინის განცხადებით დონეცკისა და ლუჰანსკის ზამთრისთვის მოსამზადებლად მუშაობა გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ მოსკოვის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოველი სპეციალისტები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ სკოლების, საცხოვრებელი სახლების და ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რათა დონეცკი და ლუჰანსკი ზამთრისთვის მოემზადოს.
"მოსკოველი სპეციალისტები დიდ საქმეს აკეთებენ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დედაქალაქების აღსადგენად და მუშაობენ რთულ, ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ისინი აღადგენენ დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებს, გზებს, სკოლებს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დონეცკი და ლუჰანსკი ზამთრის პერიოდისთვის მოამზადონ, " -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.