თეთრი სახლი კონგრესისგან 13.7 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ითხოვს. ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. როგორც ცნობილი ხდება, ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ითხოვს, რომ 11.7 მილიარდი აშშ დოლარი დამატებითი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების სახით უკრაინისთვის გამოყონ, ხოლო 2 მილიარდი დოლარი კი შიდა ენერგომომარაგების გასაძლიერებლად.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული თანხების დაახლოებით სამი მეოთხედი უკვე დახარჯულია.