04 თებერვალი 2023,   07:23
ვრცლად
პროკურატურამ არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გადამეტებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 164-ე პრიმა მუხლებით.

საქმეზე დღეს პროკურატურაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანიც გამოიკითხა.

საქმე ეხება, "სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლების მიერ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგების გავრცელებას.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული "ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

დღის ამბები