ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური როლის გაძლიერება საქართველოში - თემაზე დისკუსია დღეს მრგვალი მაგიდის ირგვლივ იმართება. შეხვედრის ინიციატორის არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრია".
ყურადღება გამახვილდება საქართველოში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. განხილვას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.