



თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
საქმე ეხება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, პროცედურულად დღევანდელ სასამართლოზე სააკაშვილმა ჩვენება უნდა მისცეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადვოკატი არ გამორიცხავს სასამართლო პროცესი გადაიდოს.