



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და იმერეთის მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოების შეფერხებასა და რისკების პრევენციაზე.
დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.