30 ივნისი 2022,   01:33
ვრცლად
დატბორილი ქუჩები და სახლები, დაზიანებული ხიდები და შიდა გზები - სამეგრელო სტიქიას ებრძვის

სამეგრელო სტიქიას ებრძვის, უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ძლიერმა წვიმებმა განსაკუთრებით სენაკის სოფლები დააზარალა.

დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანაც. ასევე, დაზიანდა ხიდები და შიდა გზები.

​სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ გადელიას განცხადებით, უხვმა ნალექმა გამოიწვია ძლიერი წყალომვარდდნები, რის შედეგადაც სრულად დაიტბორა ქალაქი და განადგურდა 4 ხიდი. 

დღის ამბები