30 ივნისი 2022,   03:11
ვრცლად
ლაშა ტალახაძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესო კაც ძალოსნად დაასახელა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო კაც ძალოსნად პლანეტის უძლიერეს ათლეტად მიჩნეული ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ორგანიზაციამ ელექტრონული გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ის ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.

ტალახაძემ 4 750 ხმა მიიღო და კონკურენტებს აჯობა. 2021 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაც მოიგო და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიც, ამასთან ერთად, მან მსოფლიოს არაერთი რეკორდი დაამყარა.

28 წლის ქართველ ძალოსანს საგანგებო ჯილდოს მომავალი ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ცერემონიალზე გადასცემენ. ტურნირი 27 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყება.

დღის ამბები