28 მაისი 2022,   05:15
ვრცლად
"შესაძლებელია სერიოზული პრობლემა შეიქმნას" - ექიმები არადამაიმედებელ ეპიდვითარებას პროგნოზირებენ

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ვითარება ჯერჯერობით კონტროლირებადია, თუმცა თუ სტატისტიკა კიდევ გაიზრდება, სპეციალისტები არადამაიმედებელ ეპიდემიოლოგიურ სცენარს პროგნოზირებენ.

ექიმები არ მალავენ, რომ შესაძლოა ვითარება საკმაოდ დამძიმდეს.

"ომიკრონის" შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა არ იქნება სტაციონალურ სექტროზე, ძირითადი ტვირთი იქნება პირველადი ჯანდაცვის სექტორზე. ვინაიდან, "ომიკრონისათვის" დაავადების ნაკლებად მძიმე მიმდინარეობაა დამახასიათებელი. ის მაჩვენებელი, რაც დღეს დაფიქსირდა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და შესაძლებელია გარკვეულ ეტაპზე სერიოზული პრობლემა შეიქმნას,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები