05 ოქტომბერი 2026,   11:13
ვრცლად
"სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში" - ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ

ქვეყანა მეექვსე ტალღის მოლოდინშია. ეპიდემიოლოგები სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების ზრდას არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონის" შტამი მოსახლეობაში მასშტაბურად გავრცელდება, მდგომარეობა მეტად დამძიმდება.

სპეციალისტები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან რთულია, გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც თავის მხრივ გაზრდის მობილობას როგორც ქალაქში, ისე ქალაქებს შორის, რაც გამოიწვევს ინფექციის უკონტროლო გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში. რამდენად რთული იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა სადღესასწაულო დღეებში რეგულაციებს და რამდენად სწრაფად ჩაერთვება ჩვენი მოსახლეობის აუცრელი ნაწილი იმუნიზაციის პროცესში,"- აცხადებს "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია. 

დღის ამბები