28 იანვარი 2022,   20:46
ვრცლად
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით თანამშრომლობას ითვალისწინებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იგეგმება აქტიური მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის და მხატვრული ძეგლების დაცვის, თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარებისა და მიღწეული წარმატებების პოპულარიზაციის მიმართულებით.

დღის ამბები