28 იანვარი 2022,   20:56
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამის B.1.1.529 პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკმა გააკეთა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ვირუსი დაუფიქსირდა ადამიანს, რომელიც ბელგიაში ეგვიპტიდან ჩაფრინდა, მას სიმპტომები 22 ნოემბერს გამოაჩნდა.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა, რომ აპირებს ევროკავშირის ქვეყნებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეჩერება შესთავაზოს.

ფრენები უკვე შეაჩერეს ჰოლანდიამ, ავსტრიამ, იტალიამ, გერმანიამ და ჩეხეთმა. გარდა ამისა, ახალი შტამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა, სინგაპურმა და ისრაელმა უკვე დააწესეს მოგზაურობის შეზღუდვები აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში.

ახალი შტამი ძველ შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება და მას აღნიშნავენ, როგორც B.1.1.529 Sars-Cov-2.

სამხრეთ აფრიკის ეპიდემიაზე რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთ ქვეყანაში ახლად გამოვლენილი შემთხვევების 90% სწორედ ახალი ვარიანტის კორონავირუსია.

დღის ამბები