04 დეკემბერი 2021,   14:17
ვრცლად
თუშეთში მანქანა გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. რა დროსაც ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო იყო მობილიზებული.

დღის ამბები