19 ოქტომბერი 2021,   22:22
ვრცლად
თელავის სოფელ ლაფანყურის მთებში დამეწყრილი გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მთებში ამ დრომდე ვერ ხერხდება დამეწყრილი გზის გაწმენდა.

მეწყრული პროცესების გააქტიურება უხვმა ნალექმა გამოიწვია, რის შემდეგაც კავკასიონის ქედის მიმართულებით გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და მესაზღვრეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი. ირაკლი შიოშვილის თქმით, სპეციალისტებისგან მოისმინა რეკომენდაციები, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდით სამუშაოები მდინარეზე, წყლის დონის კლებისთანავე დაწყება.

დღის ამბები