16 ივნისი 2026,   21:20
ვრცლად
ვინ არიან პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები?

სპეცოპერაცია პანკისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. "კურიერმა" დაკავებულების ვინაობა გაარკვია. საუბარია 3 პირზე. ჰამზა ბაღაკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი.

როგორც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პანკისში დაკავებულთა შორისა მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი არიან. 

"მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი. მხოლოდ ოჯახის წევრებთან მაქვს ამჟამად გასაუბრება, ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, დაკავებულები ამჟამად სად არიან ჯერჯერობით არ ვიცი,"- აცხადებს მარიამ კუბლაშვილი. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ხეობის მასშტაბით, ორ სოფელში - ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. საქმეზე გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები