26 სექტემბერი 2021,   16:19
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 200 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 4 მილიონს გადააჭარბა.

შეშფოთების საგანს კვლავ დელტა ვარიანტი იწვევს. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, ის 50% ით უფრო გადამდებია.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შედეგად მსოფლიოში რეგულაციებს აწესებენ სახელმწიფოები.

ავსტრალიაში იკრძალება 5 ადამიანზე მეტის შეკრება. მოსახლეობა ვალდებულია პირბადე ატაროს როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.

შეზღუდვებს ამკაცრებს ჩინეთიც. ადგილობრივებს, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი უდასტურდება, თვითიზოლაციაში გადასვლის ვალდებულება აქვთ. ქვეყანამ შესაძლოა შეზღუდვა მოგზაურობაზეც დააწესოს.

ისრაელში კი ხანდაზმულ მოქალაქეების ვაქცინის მესამე დოზას სთავაზობს. ადგილობრივები ვალდებულები არიან დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ.

დღის ამბები